Friday, March 19, 2010

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი: ~ტყე შეუნახე შვილებსა~

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აცნობიერებენ ბუნების დაცვისა და გაფრთხილების აუცილებლობას. მოსწავლეებს უყალიბდებათ ბუნებისადმი საკუთარი მზრუნველობითი დამოკიდებულება.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვახსენებ შესწავლილ საკითხებს ტყის მნიშვნელობის შესახებ. მათ უნდა დახატონ  ტყის ბინადრები. გაიხსენონ ლექსები ბუნებაზე. მოიძიონ ინფორმაცია იმ ცხოველებზე და ფრინველებზე, რომლებიც გადაშენების პირასაა და მცენარეებზე, რომლებიც იშვიათი ჯიშისაა.

მოსწავლეებმა შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე გაიგეს, რომ ტყეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ხელს უწყობს წყლის შენარჩუნებას ბუნებაში (მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში). ტყის გაჩეხვა იწვევს ნიადაგის გამოშრობას,მდინარეში წყლის ნაკლებობას და მეწყერის წარმოშობას. ტყე ასუფთავებს ჰაერს.

მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა იმის შესახებ, რომ ადამიანები მონადირებული ცხოველებისაგან ხორცს, ტყავს და ბეწვეულს იღებენ. ხის მერქნისგან ქაღალდს ამზადებენ. გაიგეს რომელ ფრინველზე და ცხოველზე არის ნადირობა აკრძალული.

4. მონაწილეთა ასაკი: 10 წელი 

5. ხანგძლივობა: ერთი კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ნასწავლი მასალის გახსენება, ინფორმაციის მოძიება, საკუთარი ნახატების გამოფენა, ლექსების გახსენება ბუნებაზე, სკოლის ეზოში ნერგების დარგვა.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იგებენ ტყის მნიშვნელობას, რომ უნდა მოუფრთხილდნენ და ყაირათიანად მოექცნენ მას. გაჩეხილი ტყეები აუცილებლად უნდა აღადგინონ, რითაც შეიძლება შევინარჩუნოთ ტყე და თავიდან ავიცილოთ სტიქიური მოვლენები.

8. სარგებელი სხვებისთვის: მიღებული ცოდნა ტყის მნიშვნელობაზე გაუზიარონ თანატოლებს. მათ ესაუბრონ ბუნების დაცვის შესახებ.

9. სამუშაო ენა: ქართული. 

10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ.4.10. აგროვებს ინფორმაციას(ფოტოები, ნახატები) იმ ბუნებრივი ობიექტის (ტყე) შესახებ, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს.

11. პროექტის ფასილიტატორი: ინგა კაჭარავა .  

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ingakacharava@gmail.com